logo
ENG



ელისაშვილისგან არ მიკვირს არანაირი უღირსი და მდაბიო ქცევა - ბესელია

25 ივნ 202010:40
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის ნაწილი ალეკო ელისაშვილს უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნოდ დაპირისპირების დრო არ არის. დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ელისაშვილი არ არის პიროვნება, რომლის მიმართაც შეიძლება ნდობა არსებობდეს.

"ელისაშვილისგან ვინმეს, რამე რომ უკვირს, მე ის მიკვირს პირადად. არ მიკვირს ამ ადამიანისგან არანაირი უღირსი და მდაბიო ქცევა. არ მიკვირს, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის ის, ვისი სიტყვაც არ დაიჯერება. მისი გულრწფელობის არასდროს მჯეროდა. ვისურვებ, რომ ეს ენერგია არ დაიხარჯოს შიდა კამათზე“, - აღნიშნა ბესელიამ.

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი კი ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს არ უნდა უპირისპირდებოდნენ.

საქართველოში მალე დამკვიდრდება პოლიტიკა, როდესაც პოლიტიკოსები გაარჩევენ გეგმებს, ხედვებს, ღირებულებეს. აღარ იქნება პერსონალური ურთიერთთავდასხმები და გარჩერვები, რაც ქვეყანას არაფერს სძენს“, - ამბობს უსუფაშვილი.

მოძრაობა "მოქალაქეების" დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას გაუგებრობისა და დაპირისპირების დასასრულებლად, ინიციატივას სთავაზობს. ელისაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს კვლევა ჩაატარონ, რომელიც სხვადასხვა მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციონერი ლიდერებს გამოკვეთს.

 


close დახურვა